საინტერესო ფაქტები ვარდისფერ ვარდებზე

ვარდისფერი ერთ-ერთი პირველი იყო ვარდის ფერებს შორის. ვარდისფერი ვარდი 40 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში აღმოაჩინეს. ისინი თავდაპირველად ჩინეთში, ვარდების ბაღში დაახლოებით 5000 წლის წინ გამოიყენეს. შემდგომში არქეოლოგიური გათხრებისას კი არაერთხელ აღმოუჩენიათ მათი კვალი. სწორედ ამის გამო, ერთ-ერთმა პირველმა ფლორისტიკის სამყაროში სწორედ ამ ყვავილმა შეაბიჯა. მეცნიერთა აზრით სხვა ჯიშის ვარდები სწორედ ვარდისფერი ვარდებისგან გამოიყვანეს.

ვარდისფერი ვარდები სხვადასხვა ეპოქაში


ვიქტორიანულ ეპოქაში ვარდისფერ ვარდს გამოიყენებდნენ როგორც კედლების დეკორისთვის, ისე მისალოცი ბარათების გასალამაზებლად. ვარდისფერი ვარდი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებს შორის. თეთრი ვარდების შემდეგ ვარდისფერი ვარდი ყველაზე პოპულარული საქორწილო ყვავილია.

ეს ყვავილები, ბერძნების აზრით, მანდილოსნის ღირსების სახე-სიმბოლოს წარმოადგენდა. დღესდღეობით კი ვარდისფერი ვარდები ვნებიანი სიყვარულისა და ერთგულების თანამედროვე სიმბოლოდ იქცნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ვარდების სილამაზე შეეფერება დაკრძალვის ცერემონიებსაც.

ფსიქოლოგიის ენაზე ვარდისფერი ვარდები სიმბოლოა: სინაზის, განკურნების, სისპეტაკის, მშვიდობის, სილაღის, რომანტიულობის, სიტკბოს, სიმშვიდის და სითბოსი.

ებრაული ჩანაწერების თანახმად იერუსალიმში მისაღებად ითვლებოდა მხოლოდ ვარდისფერი ვარდები. ამ ვარდის ფურცლების სპირალური დიზაინი სრულყოფისადმი სწრაფვას ასახავს.

ვარდისფერ ვარდის წარმოშობის ისტორიას ვხვდებით ბერძნულ მითოლოგიაშიც, როდანტე, ულამაზესი ასული, თაყვანისმცემბლების ყურადღებისგან შეწუხებული, თავს აფარებდა ქალღმერთ დიანას ტაძარს. შემდეგ კი დიანამ როდანტე ვარდისფერ ვარდად აქცია, ხოლო მისი თაყვანისცმცემლები – მის ეკლებად.

„ჯულიეტი“ ყველაზე ძვირად ღირებული ვარდია მსოფლიოში. 15 წლიანი კულტივაციის შემდეგ, ცნობილმა ვარდების სელექციონერმა დევიდ ოსტინმა ეს ჯიში 2006 წელს გამოიყვანა. მისი გამოყვანა 5 მლნ. დოლარი დაჯდა. ვარდების გამოყვანით დაკავებული წარმოებები უხდიან ვარდის ჯიშის ავტორებს საკომისიოს. სწორედ ამიტომაა რომ ვარდი „ჯულიეტი“ ყველაზე ძვირადღირებულ ვარდად ითვლება.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.