როგორ მოვაწყოთ ნეფე-დედოფლის მაგიდა?

ალბათ იცოდით, რომ ქართული ქორწილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ნეფე-დედოფლის მაგიდაა. ეს არის სწორედ ის მაგიდა რომლის გარშემოც ახალ-დაქორწინებული წყვილი და მათი უახლოესი ადამიანები სხდებიან, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები. ეს მაგიდა არის წვეულების ცენტრი, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი შესაბამისად მოწყობა. Სრული ყურადღება ამ მაგიდის გარშემო მსხდომ ადამიანებზეა გადატანილი და სწორედ მის გარშემო ხდება ფოტო-ვიდეო გადაღება.

ნეფე-დედოფლის მაგიდა

საქმე რომელიც თითქოსდა რთული არ ჩანს, სინამდვილეში ბევრ დეტალს მოიცავს. მაგიდის ზომის, ფორმის, და ადგილმდებარეობიდან დაწყებული მისი დიზაინისა, გაფორმების და სკამებით გაგრძელებული, წყვილს უამრავი გადაწყვეტილების მიღება უწევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ზოგადი ინფორმაცია ნეფე-დედოფლის მაგიდის გაწყობის პროცესთან დაკავშირებით.

პირველ რიგში წყვილი უნდა შეჯერდეს ქორწილის ადგილმდებარეობზე და ფერთა სქემაზე, რათა წვეულების თემაც გამოაშკარავდეს. მაგიდა რომელთანაც ახალ-დაქორწინებული წყვილი იჯდება უნდა იყოს გამორჩეული, უნიკალური, თუმცა არა თემიდან ამოვარდნილი. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პატარა კომპოზიციის სწორედ მორგება არა მხოლოდ მაგიდასთან არამედ სრულ კონცეფციასთან. გახსოვდეთ, რომ ნეფე-დედოფლის მაგიდა უნდა იყოს ყველაზე ნათელი და უხვად მორთული.

უამრავი გზა არსებობს მაგიდის მორთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლენტები, მარგალიტები, სანთლები, სხვადასხვა ქსოვილები, მაქმანები, ბანტები, და რა თქმა უნდა ულამაზესი ყვავილები. ამ დეკორის ნაწილების ერთმანეთში შერევითაც ულამაზესი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ყვავილები გირლიანდების სახით, შეამკოთ სკამები ლამაზი მცენარეებით, გამოიყენოთ თაიგულები როგორც მაგიდის ცენტრალური ნაწილი, თუმცა ყურადღება მიაქციეთ მათ ზომას რათა მაგიდა არ გადაიფაროს, და ცოლ-ქმრის თვალთხედვა არ დაიფაროს.

ამასთანავე, დაიმახსოვრეთ რომ მაგიდის გადატვირთვა არაოპტიმალური ნაბიჯი იქნება. მაგიდის დიზაინზე მუშაობისას გახსოვდეთ, რომ გარდა ესთეტიკური მხარისა, მას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს. შესაბამისად, მისი გადატვირთვით თქვენ მაგიდას უკარგავთ პრაქტიკულობას და ახალი პრობლემის წინაშე დგებით.

Lovely Roses გთავაზობთ ტრადიციულ, მოდერნ, და სხვა უამრავ გზას ნეფე-დედოფლის მაგიდის გაწყობისას. ჩვენი მაღაზია და ფლორისტები არა მხოლოდ მოგაწვდიან ულამაზეს ყვავილებს, არამედ დეკორაციაშიც დაგეხმარებიან, ისე რომ თქვენი მაგიდა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ უნიკალურობით და ფერთა შეთავსებით გამოირჩეოდეს.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.