
სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია გამოცდილი ფლორისტის მოძიება საქართველოში. ეს იმიტომა ხდება, რომ ფლორისტიკას, როგორც პროფესიას, აქ ვერსად შეისწავლი, არ არის შესაბამისი პროფესიული სკოლები, კურსები, ან გამოცდილი ფლორისტები, ვისგანაც სწავლა შეიძლება. შესაძლოა ვცდებით, მაგრამ გვგონია, რომ სულ ყველა გამოცდილი ფლორისტი ჩვენთან მუშაობს. ჩვენი აზრით, კარგ ფლორისტს, გემოვნების გარდა უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა აზროვნება 3D სივრცეში და სწორად აწყობის ტექნიკა.
დღეს ყვავილების მაღაზიაში უკვე გვყავს არაჩვეულებრივი ფლორისტების გუნდი, რომელთა ცხოვრებაში ყვავილები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ისინი მუდმივად ვითარდებიან და ტექნიკურად უფრო და უფრო რთულ და განსხვავებულ კომპოზიციებს ქმნიან. მაგრამ რაც დრო გადის, გარემოებები იცვლება, ფლორისტებიც იცვლიან საცხოვრებელ ქვეყანას და გვტოვებენ რთული არჩევანის წინაშე: გამოვზარდოთ გამოუცდელი ფლორისტი ნულიდან, თუ ავიყვანოთ ისეთი, ვინც წლებია მუშაობს, თუმცა ტექნიკა და სტილი შესაცვლელი აქვს.
ალბათ Ჩვენთვის შუალედურ გზას ვადგავართ. Მუდმივად ვეძებთ ფლორისტებს, ვისაც უკვე აქვთ ყვავილებთან მუშაობის 1-2-წლიანი გამოცდილება.
გადახედეთ ჩვენ ვებგვერდზე კომპოზიციების კატეგორიას და თუ მიიჩნევთ, რომ შეგიძლიათ მსგავსის აწყობა და გსურთ განვითარების გაგრძელება, მოგვწერეთ ჩვენს ელ-ფოსტაზე რამდენიმე სიტყვა თქვენ შესახებ, გამოგვიგზავნეთ ნამუშევრები და ყველას შეგეხმიანებით.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ყვავილები
სხვა ვაკანსიები
სტაჟიორი ფლორისტი: გვქონდა და მომავალშიც შეიძლება გვქონდეს სტაჟიორების შესაძლებლობა. ილიხეთ ინფორმაცია ამ ბმულზე სტაჟირება ყვავილების მაღაზიაში.
