რა ვაჩუქოთ ნათლიებს?

ნათლისღება საქართველოში.

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, რომელსაც მართმადიდებლების ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღებაზე საქართველოში ტრადიციის მიხედვით ნათლული მიდის სტუმრად ნათლიასთან და ულოცავს დღესასწაულს. მადლიერების ნიშნად, ნათლულებს ხშირად მიაქვთ ნათლიებთან სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის ყვავილები. როგორც ყველა სხვა დღესასწაულს, ნათლისღებასაც აქვს თავისი, სიმბოლური მნიშვნელობის ყვავილები.

რა ყვავილები ვაჩუქოთ ამ დღეს?

ზოგადად, თეთრი ფერი ყოველსთვის ასოცირდება სიწმინდესთან, უცოდველობასთან და უდანაშაულობასთან, ამიტომ, ლოგიკურია რომ ნათლისღების დღესასწაულისთვის შერჩეული ყვავილები, თაიგულია და თუ ხატების გაფორმებისთვის ყოველთვის თეთრი ფერისა.

პირველი ყვავილი რომელიც უნდა განვიხილოთ, ეს არის, თეთრი ლილიები, რომლებიც ხშირად ასოცირდება სიწმინდესთან და უდანაშაულობასთან. ბიბლიაში ლილია ხშირად გამოიყენება აღორძინებისა და სისუფთავის მეტაფორად. რადგან ეს ყვავილი ყვავილობს გაზაფხულზე, ხშირად არის ახალი დასაწყისის და მარადიული ქრისტიანობის სიმბოლო, რასაც უშუალოდ მოიაზრებს ნათლისღების დღესასწაული.

შემდეგი ყვავილი, რომელიც ხშირად გამოიყენება ნათლისღების თაიგულებსა და ეკლესიის მორთულობაში არის გიფსოფილა. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ ნაზი გიფსოფილა არის სულიწმიდის, სიწმინდისა და თავისუფლების სიმბოლო. ნათლობის აქტიც, ანიჭებს ადამიანს თავისუფლებას ძველი ცოდვებისაგან და სიწმინდეს სძენს მათ ახალი დასაწყისისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ქრიზანთემები არ არის ნახსენები ბიბლიაში, თეთრი ქრიზანთემები სხვადასხვა კულტურაში, მათ შორის უამრავ მართმადიდებელ ხალხშიც, ხშირად ასოცირდება სიმართლესთან, მარადიულ ცხოვრებასთან და ერთგულებასთან. ნათლისღების დღეც სწორედ ამას აღნიშნავს, როდესაც ზრდასრული ადამიანი თუ ბავშვი საბოლოოდ გაქრისტიანდება, რაც იმას ნიშნავს რომ მარადიულ ერთგულებას და მსახურებას პირდება იესო ქრისტეს.

რა ვაჩუქოთ ყვავილების გარდა?

ყვავილების გარდა, ნათლისღებისთვის იდეალური საჩუქარია სასაჩუქრე კალათი შოკოლადებით, ჩაით, ყავით და ტრადიციული ტკბილეულით. სასაჩუქრე კალათი საკვებით თუ სასუსნავებით, ყოველთვის კარგი არჩევანია იმისთვის რომ გამოხატოთ თქვენი მზრუნველობა და მადლიერება ახლობელი ადამიანების მიმართ. ამასთან ერთად კალათში არსებულ შოკოლადებსაც შესაძლოა მიეცეს სიმბოლური დატვირთვა თუ ისინი თეთრ, ლურჯ ან ოქროსფერ შეფუთვაშია, რადგან სწორედ ეს სამი ფერი ასოცირდება ყველაზე ხშირად ნათლისღების დღესასწაულთან.

ნათლისღების დღესასწაულის კიდევ ერთი ტრადიციაა წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ, წინა დღეს და უშუალოდ ამ დღესასწაულის დღეს. ამ წყალთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრდება. მართმადიდებლებს სჯერათ რომ ამ დღეებში ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმალობაში ინახება. მას შეუძლია სახლის ბოროტი ძალისგან დაცვა და ბაღ-ვენახების მორწყვის შემდეგ უხვი მოსავლის მიღება. ეს ტრადიცია ეხება ყვავილებსაც, თუ ნათლისღებას ნაჩუქარ ყვავილებს ჩადებთ ამ ნაკურთხ წყალში ისინი ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს იცოცხლებენ.

იქნებ ეს საჩუქრების ჩუქება, ლამაზი მორთულობა თუ მარტივი სიკეთის გაკეთება, ნათლისღების დღესასწაული მოგვიწოდებს გავუზიაროთ ერთმანეთს სიხარული, პატივისცემა და იმედი რომელთანაც ეს დღესასწაული ასოცირდება.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.