28 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. მართმადიდებლურ ეკლესიაში მარიამობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება, რომელსაც წინ ორკვირიანი მარხვა უძღვის. ტაძრებში კი დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინება.

ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას, აღდგომასა და განდიდებას. საქართველო არის ქვეყანა რომელის მოსახლეობაც ამ დღესასწაულს დიდი სიხარულით ხვდება. ქართველები დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებენ ღვთისმშობელს და სწორედ ამიტომ, “მარიამი” არის საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელი. 28 აგვისტო ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად და უქმე დღედაა გამოცხადებული.ტრადიციულად, რამდენიმე ეკლესიაში ღვთისმშობლის მიძინების დღეს ყვავილებს აკურთხებენ.

გარდმოცემის თანახმად მარიამი არ გარდაცვლილა საკუთარი ნებით. ადამიანის მოკვდავი ბუნებიდან გამომდინარე მარიამის ცხოვრება ბუნებრივი მიზეზების გამო დასრულდა.

ეკლესიის თანახმად მარიამი უცოდველი იყო. თუმცა, სახარებისა და საღვთისმსახურო ტექსტების თანახმად მარიამს უნდა გაევლო ისეთივე გზა როგორიც ყველა სხვა მოკვდავს. ქრისტეს უნდა დაეხსნა იგი ყოველგვარი განსაცდელის და სიკვდილისგან. სწორედ, სიკვდილის შემდეგ ქრისტემ მარიამი აღადგინა როგორც სიცოცხლის დედა, რათა მიეღო მონაწილეობა ღვთის სასუფევლის მარადიულ ცხოვრებაში.

იმის გამო, რომ ეს დღესასწაული საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვეულია ყვავილების ჩუქება ახლობელი მარიამებისთვის: დედა, და, პარტნიორი, კოლეგა, მეგობარი, თუ შეყვარებული.

ჩვენ გთავაზობთ ექსკლიუზიური თაიგულების კოლექციას რომელიც პროფესიონალი ფლორისტების მიერ იქნა შერჩეული სწორედ ასეთი დღესასწაულებისთვის.

გაახარე შენი საყვარელი ადამიანი და ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს საჩუქრის შესარჩევად, ან მობრძანდით ერთ-ერთ ფილიალში.

ენდე Lovely Roses!

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.