ხშირად დასმული კითხვები


როგორ გავაფორმო შეკვეთა?

ვებგვერდზე რეგისტრაცია მჭირდება?


რა ინფორმაციის მითითება დამჭირდება ვებგვერდზე შეკვეთის გაფორმებისას?


რა ხდება, თუ მიმღებს უცხო ქვეყნის ტელეფონის ნომერი აქვს?


შეგიძლიათ ჩემ მაგივრად გააფორმოთ შეკვეთა? და როგორ დაგიკავშირდეთ?

დიახ, შესაძლებელია. იხილეთ ზემოთ ხსენებული ინფორმაცია: „როგორ გავაფორმო შეკვეთა?“

დასაკავშირებლად:


შესაძლებელია ბარათის დართვა და როგორ გამოიყურება ბარათი/ტექსტი?

რა თქმა უნდა. გირჩევთ, რომ შეკვეთის გაფორმების დროს, აუცილებლად ჩაწეროთ ტექსტი სპეციალურ ველში ,,ბარათის ტექსტი“. თქვენს მესიჯს ვბეჭდავთ სპეციალურ ფურცელზე და ვდებთ ბრენდირებულ კონვერტში. ბარათი არის უფასო.


რა არის შეკვეთისთვის საჭირო მინიმალური თანხა?

მინიმალური თანხა შესაკვეთად არის 80 ლარი. ამას დამატებული მიტანის საფასური.


თაიგულის ნახვას შევძლებ სანამ გაგზავნით?

დიახ, სანამ თაიგული გადაეცემა კურიერს, აუცილებლად გამოგიგზავნით მომზადებული შეკვეთის ფოტოს თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე Whatsapp-ის ან Viber-ის, ან ელფოსტის საშუალებით.


გაუქმება და თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება არ ხდება, თუ შეკვეთისათვის ყვავილების ტოტები ფლორისტის მიერ უკვე გადაჭრილია.
თანხის დაბრუნება არ ხდება, თუ კონკრეტული ინდივიდუალური შეკვეთა საჭიროებს სპეციალურ ყვავილებს, რომლებიც მაღაზიამ წინასწარ უკვე შეუკვეთა.


როგორ უნდა გადავიხადო შეკვეთის თანხა?

Visa/Mastercard-ის ნებისმიერი ბანკის ბარათით;საბანკო გადარიცხვით:


ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა შემიძლია?

დიახ, შეგიძლიათ შეკვეთის საფასურის წინასწარ გადახდა მაღაზიაში ნაღდი ანგარიშსწორებით.


ჩემი შეკვეთის სტატუსის კონტროლს შევძლებ?

დიახ, შეკვეთის გაფორმების შემდეგ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას შეკვეთის დეტალებით. ხოლო შეკვეთის გადაცემის შემდეგ ასევე მეილზე მოგივათ მიტანის შესახებ შეტყობინება.


სად მდებარეობს თქვენი მაღაზიები?

ვაკე, ზ. ფალიაშვილის 38, 09:00-23:59, მუშაობს ყოველ დღე, 1-2 იანვრის და აღდგომის დღის გარდა;


რა ღირს მიტანის სერვისი?

ყვავილები მიტანით შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ:

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.


რა დროებშია შესაძლებელი შეკვეთის მიტანა?


რეგიონებში აგზავნით ყვავილებს?

დიახ,ჩვენი მიტანის სერვისი ფარავს თითქმის მთელ საქართველოს, გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა. თუ თქვენი სასურველი მიწოდების ქალაქი არ არის ქვემოთ მოცემულ სიაში, დაგვიკავშირდით და გადავამოწმებთ მიტანის შესაძლებლობას.


თქვენი საკუთარი მიტანის სერვისი გაქვთ, თუ სხვადასხვა კომპანიებს მიმართავთ?

დიახ, 90% შემთხვევაში ჩვენი საკუთარი კურიერი მოგემსახურებათ, იშვიათ შემთხვევებში კი, თუკი დღე შეკვეთებით გადატვირთულია ან მიწოდება შორეულ რეგიონებში ხორციელდება, შესაძლოა მესამე პირებს მივმართოთ, რომლებიც სათანადო ინსტრუქციებს მიიღებენ ყვავილების უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის.


რამდენი ხანი ცოცხლობენ ყვავილები?

ყვავილები ცოცხლობენ 3-დან 10 დღემდე, გააჩნია მოვლის ტექნიკას, ყვავილის ტიპს, და ა.შ.
წითელი ვარდები და ქრიზანთემები ყველაზე გამძლე ყვავილებია, განსხვავებით გარდენ როუზისა და სურნელოვანი ვარდებისგან – მათი სასიცოცხლო დრო ყველაზე მოკლეა. ჩვენს ყველა თაიგულს და კომპოზიციას თან ახლავს დეტალური მოვლის წესების ბარათი, რომლის გულდასმით შესრულების შემთხვევაში ყვავილები გაძლებს და ახალივით იქნება რაც შეიძლება დიდხანს.

თქვენი ყვავილები ახალია?

რა თქმა უნდა! მარაგების განახლება ხდება კვირაში 4 ჯერ.
ჩვენი ყვავილები ინახება სპეციალურ მაცივრებში, რომლებიც სხვადასხვა ტემპერატურაზე არის დაყენებული შესაბამისი ტიპის ყვავილებისთვის.
ჩვენი პროფესიონალი ფლორისტები კი ყვავილების უმაღლესი ხარისხისა და სიახლის შენარჩუნებაში საუკეთესოები არიან.

საიდან შემოგაქვთ ყვავილები?

სხვადასხვა ტიპის ყვავილები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. მაგალითად ჰოლანდიიდან ვიღებთ ეგზოტიკურ ყვავილებს, როგორიცაა ლიზიანტუსი, ფრეზია, ორქიდეა, ასევე ლილია, ქრიზანთემა, ვარდი და ბევრი სხვა. ერთთავიან ვარდებს ძირითადად ეკვადორიდან ვიღებთ. კენიიდან შემოგვაქვს სპრეი (მრავალთავიანი, გატოტვილი) ვარდი, ლიმონიუმი და გიფსოფილა. ქართველი ფერმერები კი გვამარაგებენ სეზონური ყვავილებით, როგორიცაა ტიტა, იასამანი, მზესუმზირა და ა.შ.


ჩემს სახელს გაუმჟღავნებთ ყვავილების მიმღებს?

გამგზავნის ინფორმაცია ყოველთვის კონფედენციალურია, მაშინაც კი, თუ არ არის მონიშნული „ანონიმურად მხურს გაგზავნა“ გრაფა. მას ვამხელთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავად გამგზავნი მიგვითითებს.

შემიძლია თაიგული ისე შევუკვეთო მიტანით, რომ მისამართი არ მივუთითო?

დიახ, თუ თქვენთვის არ არის ცნობილი მიტანის მისამართი, ჩვენ დავუკავშირდებით მიმღებს და დავაზუსტებთ ყველაფერს.


რამდენი ხნით ადრე უნდა შეგიკვეთოთ?

შეკვეთის განთავსება მიტანის სასურველ დღესაც კი შეგიძლიათ, თუმცა უკეთესია, თუ შეკვეთას გააფორმებთ 2-3 დღით ადრე, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული თაიგულის მარაგი ნამდვილად არის.

რამდენი ხანი უნდა შეკვეთის დამზადებას და მიტანას?

დრო დამოკიდებულია თაიგულის ზომასა და სტილზე. მაგალითისთვის, კომპოზიციების დამზადებას ყუთსა და კალათში უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ თაიგულს. მინიმალური დრო თაიგულის მომზადებისა და მის სასურველ ლოკაციამდე მიტანისთვის თბილისში 3 საათია.


შემიძლია წინასწარი შეკვეთა გავაკეთო და თავად გავიტანო ყვავილი მაღაზიიდან?

დიახ, შეკვეთის გაფორმება ვებგვერდზე თვითგატანის სერვისითაც შეგიძლიათ. იქვე მიუთითებთ გატანის სასურველ დროს.

ჩემი შეძენილი საჩუქრის მიტანაც შეგიძლიათ თაიგულთან ერთად?

დიახ, შესაძლებელია, თუკი საჩუქარს წინასწარ მოგვიტანთ ან გამოგვიგზავნით მაღაზიაში შეკვეთის მიტანამდე 1 დღით ადრე. ასევე შეგვიძლია გავგზავნოთ ჩვენი კურიერი თქვენი დამატებითი საჩუქრის წამოსაღებად. ეს წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენთან. ამ შემთხვევაში გაიზრდება მიტანის დრო და საფასურიც.


გაქვთ იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი ინვოისები და ზედნადებები?

დიახ, შეკვეთის განთავსებისას ინვოისი ავტომატურად გეგზავნებათ ელ-ფოსტაზე, ზედნადების ასატვირთად კი შეგიძლიათ მენეჯერს დაუკავშირდეთ.

რომელ ვალუტაში უნდა გადავიხადო?

ჩვენს ვებგვერდზე ფასები მითითებულია ლარში, ევროში და დოლარში – შესაბამისი ვალუტის არჩევა შეგიძლიათ ვებგვერდზე.
თანხა საბანკო ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ იმ ვალუტაში, რომელშიც გაქვთ ანგარიში ბანკში.
ჩამოჭრილი თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს ვებგვერდზე მითითებული თანხისგან, რადგან ჩვენ ვიყენებთ საქართველოს ეროვნული ბანკის კურსს, რაც შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი ბანკის კურსისაგან.


შემიძლია ისეთი რამ შევუკვეთო, რაც ვებგვერდზე არ გაქვთ?

უმეტეს შემთხვევაში – დიახ. დაგვიკავშირდით, ერთად გავივლით დეტალებს და გავაფორმებთ შეკვეთას. ასევე თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად ააწყოთ ინდივიდუალური ყვავილების შეკვეთა.

რა ზომისაა ესა თუ ის თაიგული/კომპოზიცია?

თითოეული თაიგული/კომპოზიცია განსხვავებულია. ეწვიეთ ჩვენს ყვავილების კატალოგს.

რაც ვებგვერდზეა, ყველაფერი მარაგში გაქვთ?

მარაგებს ყოველდღიურად ვაკონტროლებთ და ვებგვერდზეც ვაახლებთ ინფორმაციას, ამ დროს ვითვალისწინებთ ყვავილების იმ რეისებსაც, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩამოგვდის. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენთვის გაუთვალისწინებელი მოვლენები ხდება. ყვავილები შესაძლოა დაზიანებული ჩამოვიდეს, ან მარაგი ამოიწუროს მოსალოდნელ ვადაზე ადრე. ამ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს თქვენს შეკვეთაში, რაც აუცილებლად გეცნობებათ.


რა ღირს 1 ვარდი?

ვარდის ფასი სეზონთან ერთად იცვლება. იხილეთ, მაგალითად, ამ ბმულზე ამჟამინდელი წითელი ვარდების ფასი.

შემიძლია ვარდების კონკრეტული რაოდენობა ავირჩიო?

დიახ, ეს არის ბმული წითელი ვარდებისთვის.

ჰოლანდიური ვარდები გაქვთ?

დიახ, გვაქვს ჰოლანდიური ჯიშის ბაღის ვარდები (გარდენ როუზი), პიონისებური ვარდები, რომლებიც გამოირჩევა საოცარი სურნელით. ეკვადორიდან შემოტანილი ვარდებიც ჰოლანდიური ჯიშისაა. თავად ჰოლანდიაში მოყვანილი ვარდი იქაური ბუნებრივი პირობების გამო მაღალი არ არის, საკმაოდ ნაზია და შედარებით ნაკლებად გამძლეა, ვიდრე ეკვადორში მოყვანილი ვარდი. თუმცა სილამაზით ნამდვილად ჩაგრავს სხვა ჯიშებს.


ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.