
ვარდები – კლასიკური საჩუქარი ვალენტინობის დღეს
წითელი ვარდები ოდითგანვე იწვევდნენ აღფრთოვანებას შეყვარებულთა ფანტაზიაში – ისინი ასოცირდებიან ვნებასთან, მამაკაცურობასთან, სილამაზესთან და კლასიკასთან.
1000 ვარდის ეს შეკვეთა გაკეთდა ჩვენი ერთ-ერთი რეგულარული მომხმარებლისთვის ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს. მისი შესრულებისას გამოვიყენეთ გრძელი, ეკვადორული – ექსპლორერ ჯიშის ვარდები. კომპოზიცია დამზადებულია ბიოფლორაზე. ყოველდღიური მორწყვითა და მზრუნველობით, ეს კომპოზიცია სილამაზეს ინარჩუნებს 3 კვირამდე – რაც მას უდაოდ საუკეთესო ვალენტინობის საჩუქრად აქცევს.
ქვემოთ მოცემულია ჩვენს მაღაზიაში შექმნილი წითელი ვარდების ყველაზე პოპულარული და გამორჩეული თაიგულები და კომპოზიციები.
