როგორ ავარჩიოთ საქორწილო თაიგული

„პატარძალი – ქორწილის მთავარი „დეკორაციაა“, საქორწილო თაიგული კი – პატარძლის მთავარი დეკორაცია“

საქორწილო თაიგული პატარძლისთვის – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია დედოფლის ვიზუალში, ამიტომაც მისი არჩევისას საჭიროა ყველა დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება, რათა ის დღესასწაულის ულამაზესი აქცენტი გახდეს.

კაბა – პირველია, უნდა აირჩეს ქორწილამდე დიდი ხნით ადრე, თაიგული კი კაბის და კიდევ სხვა დეტალების მიხედვით უნდა შეიქმნას.

თაიგულის ტონალობის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს ჰარმონიულად შერწყმული გარშემო არსებულ დეტალებთან და არ უნდა იყოს მთავარი დეტალი ქორწილში – ეს ხომ მაინც თქვენი დღეა, და მთელი ყურადღება თქვენზე უნდა იყოს მომართული.

ფერს რომ გადაწყვეტთ, დროა თაიგულის ზომაც აარჩიოთ

აქ ყველაფერი ძალიან ადვილია – სუსტი და საშუალო სიმაღლის პატარძლებისთვის დიდი თაიგული ძალიან უხერხული დასაჭერი იქნება, და ხაზს გაუსვავს თაგულის დომინანტობას.

თუ პატარძალი მაღალია და სრული ფორმები აქვს, აარჩიეთ თაიგული უფრო თავისუფალი ფორმებითა და სიმწვანით. პატარძლისთვის, რომელმაც კლასიკური გრძელი კაბა აირჩია, თაიგულიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს – ნახევარსფეროს ან მრგვალი ფორმის, სადა, ერთგვაროვანი ყვავილებით.

თუ გინდათ რომ ვიზუალურად გამოიყვანოთ თქვენი სილუეტი, თქვენი ყურადღების ობიექტი უნდა იყოს კასკადური თაიგული. ასეთი თაიგულის ფორმა მოუხდება პატარძალს, რომელსაც შლეიფიანი ან ქალთევზას ფორმის კაბა აცვია.

თუ მოცულობითი და ფუშფუშა კაბა გაცვიათ, თაიგული მრგვალი ან ნახეარსფეროს ფორმის, ასეთივე მოცულობითი უნდა იყოს. ასევე შესაძლებელია გრძელი, სიმწვანის გარეშე, მონო თაიგულის დაჭერაც (მაგალითად კალებით, პალანეოფსისებით, ტიტებით) მოკლე კაბებს ჩანთის ან ბურთის ტიპის, ხელზე ან თითზე დასამაგრებელი თაიგულები უხდება.

თაიგულის ტიპები

1. კასკადური თაიგული

კასკადური თაიგულები ზუსტად ისეთებია, როგორც მათი სახელი ჟღერს – ის ჩანჩქერივით ეშვება დაბლა, ყვავილებთან ერთად გამოიყენება გრძელი სიმწვანეებიც, რომლებიც ჩანჩქერის ილუზიას ამძაფრებენ.

თუ მეოცნებე ადამიანი ხართ და ქორწილიც ასეთივე ზღაპრული იქნება, კასკადური თაიგული ყველაზე კარგი არჩევანია თქვენთვის.

2. მრგვალი თაიგული

თუ კლასიკის ფანი ხართ, მრგვალი თაიგული თქვენთვის არის. მიუხედავად კლასიკური ფორმისა, მისი შემადგენლობა შეიძლება იყოს როგორც მონო – მხოლოდ ერთი ყვავილისგან შემდგარი, ასევე შერეული.

ასეთი თაიგულები თითქმის ყველა ტიპის ქორწილს და კაბას უხდება. ეს ისეთი სტილია, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა.

3. ბოჰო თაიგული

თუ თქვენი ქორწილი ბუნებაშია, ან არაფორმალურ გარემოში, ბოჰო თაიგულის არჩევა სწორი გადაწყვეტილებაა – ამ სტილის მთავარი დეტალი მშრალი ყვავილები და საინტერესო, არაკლასიკური ფერთა შეხამებებია. ასევე გამორჩეულად დიდი რამოდენობის სიმწვანე და დიდი ყვავილებიც სახასიათოა ამ ტიპის თაიგულებისთვის.

4. კარკასული თაიგული

ყველაზე უნიკალური სტილი კარკასზე აწყობილი თაიგულია. ასეთი კომპოზიციები კრეატიულობის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძლევა, მათ შესაქმნელად გამოიყენება მრავალფეროვანი მასალა, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური. კარკასული თაიგულები ადრე ძირითადად პატარძლის იმიჯის დასამშვენებლად გამოიყენებოდა, თუმცა ახლა ისინი საქორწილო თემატიკის გარდა, საკმაოდ ბევრ სადღესასწაულო საჩუქრად მიიჩნევა.

ასეთი ტიპის თაიგულით იდეალურად შეძლებთ თქვენი „მე“-ს ჩვენებას, რადგან ისიც ისეთივე უნიკალური იქნება როგორც თქვენ, თქვენი ქორწილის დღეს.

ასევე არსებობს თაიგულის სხვა ფორმებიც, როგორიც არის ასიმეტრიული, „დაწვენილი“ ბურთის ტიპის, კონუსი და ა.შ

ჩვენი ფლორისტები მუდმივად იმისკენ არიან მიმართულები, რომ საქორწილო თაიგული ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორზეც თქვენ ოცნებობთ. მიუხედავად ამდენი რჩევის და ონლაინ კონსულტაციის საშუალებისა, ჩვენ პატარძლებს ყოველთვის ვურჩვევთ რომ მოვიდნენ ადგილზე რომელიმე ფილიალში და გაიარონ კონსულტაცია ჩვენს

გამოცდილ ფლორისტებთან, რადგან ზუსტად მიხვდნენ როგორი ტიპის თაიგული შეეფერებათ…

იმისათვის, რომ ნახოთ ჩვენი საქორწილო თაიგულების კოლექცია, ეწვიეთ ამ ბმულს კლასიკური საქორწილო თაიგულების სანახავად. . ეწვიეთ ამ ბმულს კრეატიული სტილის თაიგულების სანახავად. .

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.