საქორწილო თაღი

Როგორი საქორწილო არკა ავარჩიოთ?

საქორწილო მოდა არასდროს დგას ერთ ადგილას, რადგან ყველა პატარძალს აქვს თავისი ხასიათი და გემოვნება. ამიტომ ჩვენც მათ მაჯისცემაზე გვიდევს ხელი და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს.

არცერთი დეტალი არ თამაშობს იმხელა როლს ატმოსფეროს შექმნაში, როგორც თაღის/არკის ფორმა და სტილი, რადგან სწორედ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოზონა ქორწილის რიტუალში. ქვემოთ მოგიყვებით მათ სტილებზე და ტიპებზე.

ასიმეტრიული – ასიმეტრიული თაღი, გაფორმებული ცოცხალი ყვავილებით, ძალიან ტენდენციურია. ასევე საინტერესო და ელეგანტური ვარიანტია ცალმხრივად ყვავილებით გაფორმებული არკა. ორივე შემთხვევაში, ისინი შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც ბუნებრივ, ბოჰოს სტილის ქორწილში, ასევე დახურულ სივრცეში, უფრო კლასიკურ წვეულებებზეც.

გეომეტრიული – გეომეტრიული თაღები მოდაში შემოვიდა მე-20 საუკუნის ბოლოს, სამკუთხედი, ოთხკუთხედი ან რგოლის ფორმის თაღები უფრო გამწვანებული დეტალებით.

გირლანდებით და ნათურებით რეტრო სტილში – განათებული ნათურები და გირლანდები ეფექტურია, უფრო გვიან, საღამოს საათებში. დეკორის ეს ორი დეტალი ერთად, თითქოს თბილ ბავშვბობაში გვაბუნებს, ოცნებების მოლოდინში.

მინიმალიზმი – თუ ცერემონიის ადგილი ძალიან ლამაზია, თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იყოს ბუნებრივი ლანდშაფტი და გაფორმების და ყვავილების მინიმალური რაოდენობითაც მივიღოთ ულამაზესი ფოტოზონა.

მაკრამე – თაღებში მაკრამეს ნაქსოვი – უფრო წინა სეზონის ტრენდი იყო, ბოჰოს სტილში. ასეთი თაღები უხდება უფრო კახეთის სტილს, ბუნებაში გამართულ ცერემონიალს.

ბანერი – ფოტოზონად შეიძლება გამოვიყენოთ ბანერიც, რომელსაც დართული აქვს ინიციალები.

რა ღირს საქორწილო თაღის გაფორმება

საქორწილო თაღის გაფორმების ფასი იწყება 800 ლარიდან. დაგვიკავშირდით დეტალური დიზაინისთვის და ზუსტი ბიუჯეტის დათვლისთვის.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.