
რისი სიმბოლოა თეთრი ვარდები?
თეთრი ვარდები არის სიწმინდის, ახალგაზრდობის და უდანაშაულობის სიმბოლო. ასევე, ხშირად თეთრ ვარდებს აღიქვამენ როგორც ახალგაზრდა სიყვარულის, მარადიული ერთგულების და ახალი წამოწყებების სიმბოლოდ. ამ მიზეზების გამო ისინი პოპულარული არჩევანია ქორწილებისა და რომანტიული შემთხვევებისთვის.
არსებობს სუფთა ჯიშის თეთრი ვარდები?
დიახ, ისინი არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათია. არსებობს ისეთი ვარდები რომლებიც 100%-ით სუფთა ჯიშისაა, მაგრამ ისინი ძალიან მალე ჭკნებიან და მათი ფურცლები შავდება. ბევრს დაკრავს კრემისფერი ან მოვარდისფრო ტონები. Lovely Roses-ში ჩვეულებრივ გვაქვს ორი სახის თეთრი ვარდი: ვენდელა, ოდნაც კრემისფერი, ნაზი ფურცლებითა და ელეგანტური გაშლით და მონდეალი, მომწვანო, რომლის ფურცლებიც თეთრდება ვარდის გაშლასთან ერთად, მას აქვს უფრო მსხვილი ღერო და გახსნის შემდეგ სხვა ვარდებზე უფრო დიდი თავი აქვთ.
როდის არის მიზანშეწონილი ვინმესთვის თეთრი ვარდების ჩუქება?
თეთრი ვარდებიიდეალური საჩუქარია, მათი საშუალებით შეგიძლიათ გამოხატოთ აღფრთოვანება, მხარდაჭერა ან თანაგრძნობა. ისინი შესაფერისია ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის, დაკრძალვისთვის და სხვა უამრავი შემთხვევისთვისაც. ამ ფერის ვარდები ხშირად ასოცირდება მშვიდობასთან, განსაკუთრებით თანაგრძნობისა და ხსოვნის კონტექსტში. იქნება ეს სიყვარულის გამოხატვა, გარდაცვლილისადმი პატივისცემის გამოხატვა, თუ უბრალოდ გსურთ რომ გამოხატოთ რომ ზრუნავთ, ის იდეალური არჩევანია, რადგან ისინი ისეთივე მრავალმხრივია როგორც მარადიული.
თეთრი ვარდების მნიშვნელობა:
- ეს ყვავილი ასოცირდება ახალ წამოწყებასთან
- ასევე გამოხატავს რომ თქვენ თქვენს საყვარელ ადამიანს ქალღმერთად აღიქვამთ.
- სიწმინდისა და სიხარულის სიმბოლოა.
- პოლიტიკაში მშვიდობის სიმბოლოა.
- დაკრძალვაზე გამოხატავს პატივისცემას, ხსოვნას და სიყვარულს გარდაცვლილი ადამიანის მიმართ.
მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, ის საყოველთაოდ განიხილება, როგორც ულამაზესი ყვავილი და მარადიული საჩუქარი, რომ გამოხატოთ ზრუნვა და გაულამაზოთ დღე ადამიანს.
თეთრი ვარდების ტრადიციული მნიშვნელობა:
ტრადიციულად, ეს პოპულარული არჩევანია ქორწილისთვის, რადგან ისინი სიწმინდის სიმბოლოა. ამის გარდა, ასევე არის ახალგაზრდობის, უდანაშაულობის, ახალგაზრდა სიყვარულის და ერთგულების სიმბოლო. ამის გამო, თეთრი ვარდები ხშირად აღიქმება ახალი დასაწყისის სიმბოლოდ და გამოხატავენ სიყვარულს, ისევე როგორც წითელი ვარდები საუკუნეების განმავლობაში აკეთებდნენ ამას.
ისტორია ამ ყვავილის მიღმა:
დიდი ხნის წინ, ძველ საბერძნეთში, ეს ფერი იყო ქალღმერთი აფროდიტეს სიმბოლო (რომლებსაც მოგვიანებთ რომაელებმა ვენერა დაარქვეს). აფროდიტე განასახიერებს ქალური სილამაზის, სიყვარულის და სექსუალურობის იდეალს. არსებობს მითი, იმის შესახებ რომ, ადრე ყველა ვარდი თეთრი იყო, მანამ სანამ ქალღმერთმა ეკალზე არ გაიჭრა ფეხი, მისი სისხლი ეწვეთებოდა ვარდებს და გარდაქმნიდა მათ წითლად. სავარაუდოდ, ეს მოხდა მას შემდეგ რაც კუპიდმა (ან ეროსმა) შემთხვევით ესროლა ისრები ღეროს, რამაც გაუჩინა ყვავილს ეკლები. ძველ საბერძნეთში ყვავილების მირთმევა ღმერთებისთვის მათ ტაძარში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. რადგან ვარდი აფროდიტეს სიმბოლო იყო, მას ხშირად პატივს მიაგებდნენ მისთვის ყვავილების ჩუქებით. ამ უძველესი მითის გამო, ყვავილების ჩუქება იქცა იმის გამოხატვის საშუალებად, რომ თქვენ თქვენს საყვარელ ადამიანს ქალღმერთად აღიქვამთ. ეს იდეალური გზა არის, რომ უთხრას თქვენს საყვარელ ადამიანს რომ ის თქვენთვის სამყაროს ნიშნავს.
თეთრი ვარდი ასევე არის ღვთისმშობლის სიმბოლო ქრისტიანობაში. მას ზოგჯერ ეძახიან ,,სამოთხის მისტიურ ვარდს“, სადაც ვარდი გამოხატავს სიწმინდეს და სიხარულს. ღვთისმშობლის თეთრ ვარდთან კავშირის გამო, ის ხშირად გვხებოდა შუა საუკუნეების ბაღებში.
თეთრი ვარდების მნიშვნელობა პოლიტიკაში:
ისტორიაში თეთრ ვარდებს მნიშვნელოვანი კულტურული როლი ჰქონდათ. არა მხოლოდ რელიგიაში, არამედ პოლიტიკაშიც. მაგალითად, მე-15 საუკუნეში, ჰენრი VII-ს დროს მომხდარი ვარდების ომის დროს სწორედ თეთრი ვარდი იყო იორკების სიმბოლო. ხოლო გერმანიაში, ჰიტლერის მმართველობისას არსებობდა სტუდენტების არაძალადობრივი ოპოზიციური ჯგუფი სახელად – „die Weiße Rose“, იგივე „თეთრი ვარდი“ . რაც სიმბოლო იყო ახალგაზრდობისა და მოძრაობის წევრთა უმწიკვლო ზრახვების.
თეთრი ვარდების მნიშვნელობა ქორწილში:
თეთრი ფერის ვარდი ყველაზე ტრადიციული საქორწილო ყვავილებია, რაც ლოგიკურიცაა. სწორედ იმიტომ რომ ეს ყვავილები სიწმინდესთან ასოცირდება. ყველაზე მეტად უხდება რომანტიკული და ცოლქმრულ კავშირის აღნიშვნას. ქორწილებში მათი პოპულარობის გამო, თეთრ ვარდს ხშირად „საქორწილო ვარდსაც“ უწოდებენ.
გარდა ამისა, ის ასოცირდება პირველ სიყვარულთან, რის გამოც მეტად შეეფერებიან კლასიკური საქორწილო თაიგულის კონცეფციას. იმის გამოც, რომ ეს ვარდები იმედის გამომხატველია, შეიძლება მივიჩნიოთ როგორც რაიმეს დასაწყისის სახე-სიმბოლოდაც.
თეთრი ვარდების მნიშვნელობა დაკრძალვაზე:
თეთრ ვარდები ხშირად გამოიყენება დაკრძალვებზეც. ისინი ისევე ფართოდ გამოიყენება, როგორც იმავე ფერის მიხაკები და ქრიზანთემები. რადგან თეთრი ვარდები ასოცირდებიან სულიერებასთან და პატივის მიგებასთან, ისინი ხშირად გამოიყენება – თანაგრძნობის გამოსახატად დაკრძალვებზე. ეს ყვავილები სიმბოლოა გარდაცვლილის ხსოვნის, სიყვარულისა და პატივისცემის და გამოხატავენ ადამიანის სულის სამოთხეში მოხვედრის პროცესს. ამ რთულ და ემოციურ პერიოდში ისინი ერთგვარი პანაცეაა გარდაცვლილის ოჯახისთვის.
თეთრი ვარდები სხვადასხვა სიტუაციებში
თეთრი ვარდები არა მარტო ქორწილებისა და დაკრძალვების ცერემონიების დროს გამოიყენება. ისინი მრავალფეროვანი მნიშვნელობის გამო შეგიძლიათ აჩუქოთ ისინი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებს. რადგან ეს ყვავილები მადლიერების გამომხატველიცაა, ასეთი საჩუქრით თქვენ თითქოს ეუბნებით ძვირფასს ადამიანს – „მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს იდეალური საჩუქარია გამოსაშვები საღამოებისთვისაც, რადგან ასე კურსდამთავრებულებს წარმატებებს უსურვებთ ახალ გზაზე. თეთრი ვარდები ასევე ასოცირდებიან სტაბილურობასთან, ასე რომ თამამად შეგიძლიათ გაუგზავნოთ ავადმყოფს გამოჯანმრთელების სიმბოლოდ, ან მათ ვინც საცხოვრებელს იცვლიან – ახალი დასაწყისის მისალოცად, ან მათ ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვთ, წარმატებული და მშვიდი მომავლის ნიშნად.
ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, თეთრი ვარდები უბრალოდ კარგი და უტყუარი საჩუქარია, ყურადღების გამოსახატად, ან ვიღაცის დღის გასახალისებლად და მათი შეძენა შესაძლებელია ჩვენს გამორჩეულ ვარდის თაიგულის მაღაზიაში.
რომ აირჩევთ ვარდებს, შეგიძლიათ ჩვენივე საიტზე შეუკვეთოთ ყვავილების ადგილზე მიტანა.
