LovelyRoses-ში ძირითადად ეკვადორის თეთრ ვარდებზე ვმუშაობთ. ქვეყნის უნიკალური კლიმატი და გეოგრაფიული მახასიათებლები უზრუნველყოფს სრულყოფილ პირობებს ვარდების კულტივაციისთვის, რის შედეგადაც წარმოიქმნება თეთრი ვარდის ჯიშების უდიდესი ვარიაციები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყვავილების გლობალურ ბაზრებზე.
ეკვადორული ვარდები ცნობილია არა მხოლოდ განსაკუთრებული სილამაზით, არამედ შესანიშნავი გამძლეობით. ისინი შორ მანძილზე ტრანსპორტირებას იდეალურად უძლებენ, რაც ასეთ ვარდებს ფავორიტად აქცევს საერთაშორისო ფლორისტებს შორის. მაღალმთიან რეგიონებში გაზრდილი ეს განსაკუთრებული ჯიშები სილამაზით, უნაკლო ხარისხითა და კარგი გამძლეობით გამოირჩევიან- ამიტომაც ეს ვარდები საუკეთესო არჩევანია სხვადასხვა შემთხვევებისთვის- ქორწილებიდან დაწყებული- საიუბილეო თარიღებით, სპეციალური ღონისძიებებითა და მემორიალური დღეებით დამთავრებული. ქვემოთ მოგიყვებით ჯიშებზე, რომლებთანაც ყველაზე ხშირად ვმუშაობთ ვარდების მაღაზია LovelyRoses-ში.
თეთრი ვარდების ჯიშები
ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი თეთრი ვარდის ჯიში ვენდელაა, უნიკალური ვარდი ცნობილია თავისი გამძლეობითა და ადაპტაციის უნარით.ამ ჯიშს მსხვილი ვარდის ფურცლები აქვს, რომელსაც კრემისფერი ტონალობა დაჰკრავს, ასეთი წყობა მას ელეგანტურობას ანიჭებს, ვენდელას ჯიშის ვარდი შეგვიძლია ღონისძიებების ფართო სპექტრში გამოვიყენოთ, რაც მას ფლორისტიკის სფეროში ერთ-ერთ სასურველ ჯიშად აქცევს. ქორწილების, ან გრძელი ბიზნეს ივენთებისთვის ამ ჯიშის ვარდი საუკეთესოა, რადგან ის გამძლეა და თქვენი თვალი დიდხანს დატკბება ქათქათა თეთრი ვარდების კომპოზიციით.
მონდიალის ჯიშის ვარდი ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლოა. მას ფურცლების რამოდენიმე ფენა აქვს, რომლებიც ერთმანეთთან საინტერესო წყობასა და თანხვედრაშია, მისი ასეთი ფორმა და ფერი ქმნის ჰარმონიის განწყობას, ზუსტად ამიტომ ის ძალიან პოპულარულია საქორწილო თაიგულებში, ის ხომ ახალი საწყისების სიმბოლოდაც მიიჩვნევა, და არა მარტო- მისი ზემოთხსენებული სიმბოლიზმის გამო ის თანაგრძნობისა და ნუგეშისცემის გამოხატვის სურვილის დროსაც მონდიალის ჯიშის ვარდი ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანია.
შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერებსა და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი სურვილების დასამახსოვრებლად, ჩვენი კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად და დეპერსონალიზებული მონაცემების გასაანალიზებლად იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საიტის ეფექტურობა. „დათანხმების“ არჩევით ეთანხმებით ყველა ქუქი-ჩანაწერის გამოყენებას. ქუქი-ჩანაწერებთან დაკავშირებით უპირატესი პარამეტრების დასაყენებლად დააწკაპუნეთ „ქუქი-ჩანაწერების პარამეტრებზე“. ქუქი-ჩანაწერებთან დაკავშირებული უპირატესი პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მენიუდან: ჩემი ანგარიში → ქუქი-ჩანაწერებზე თანხმობა ან ვებსაიტის ქვედა ნაწილში.
ძირითადი (ყოველთვის დაშვებულია)
ყოვველთვის დაშვებული
ვებსაიტის სავალდებულო ქუქი-ჩანაწერები, როგორიცაა უსაფრთხოების ქუქი-ჩანაწერები. ძირითად ქუქი-ჩანაწერებზე თანხმობის გაუქმება შეუძლებელია.
Preferences
The technical storage or access is necessary for the legitimate purpose of storing preferences that are not requested by the subscriber or user.
ანალიტიკა
ანალიზისთვის (მაგ., Google Analytics და მაღაზიის შიდა სტატისტიკა) გამოყენებულ ქუქი-ჩანაწერებზე თანხმობა. Consent for cookies used for analytics, such as Google Analytics and internal store statistics.
პერსონალიზაცია
იმ ქუქი-ჩანაწერების გამოყენებაზე თანხმობა, რომლებიც იმახსოვრებს პარამეტრებს ვიზიტორების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ასეთია აღნიშვნა, რომ ჩახურეთ ამომხტარი ფანჯარა.