
„კაცი შედის სახინკლეში…“, ალბათ ყველამ იცით ეს ხუმრობა როგორ მთავრდება არა?
ქართველებში ის ალბათ ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ხუმრობაა.
საინტერესოა გაეცინებოდათ თუ არა ამ ხუმრობაზე ხალხს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში? სხვადასხვა ენასა და კულტურას აქვს საკუთარი უნიკალური იუმორის გრძნობა, ამიტომ უცნობი ადამიანი შეიძლება გაამხიარულოს,
დაამწუხროს, გააბრაზოს ან უბრალოდ დააბნიოს.
ჩვენ გთავაზობთ ხუმრობებს ყვავილებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, საინტერესოა რამდენს დაგაბნევთ, რამდენს გაგაცინებთ და რამდენს მოგეჩვენებათ ის ისეთივე სასაცილო როგორც მის ავტორებს, მაგრამ ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით,
გახსოვდეთ იუმორის თარგმნა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

ხუმორობები ყვავილების მაღაზიაში
მიუვიდა ახალ ბიზნესმენს ყვავილები, ბარათზე კი ეწერა: “მშვიდად განისვენე“
გაოგნებულმა კაცმა ყვავილების მაღაზიაში დარეკა, ოპერატორმა კი მიმღების ჩივილის შემდეგ ასეთი რაღაც თქვა:
„ბატონო, ძალიან ვწუხვარ შეცდომის გამო, მაგრამ გაბრაზების ნაცვლად, წარმოიდგინეთ: სადღაც, დღეს პანაშვიდია და ყვავილები აქვთ წარწერით… „გილოცავთ ახალ ლოკაციაზე გადასვლას!’

ახალგაზრდა ბიჭი შედის მაღაზიაში ყვავილების საყიდლად, გამყიდვეი ეკითხება :
ყვავილები ცოლისთვის გსურთ, თუ ძვიირიანი?

ახალგაზრდა ბიჭი შედის ყვავილების მაღაზიაში და კედელზე დიდ პოსტერს ხედავს:
“უთხარი სათქმელი ყვავილებით”. ბიჭმა ერთი ვარდი ითხოვა
როგორ, მხოლოდ ერთი?
ჰო, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი.

ყვავილების მაღაზიაში შემოდის კაცი და ფლორისტს ეუბნება:
თაიგული მინდა, 100 ვარდით, ჩემი ცოლისთვის!
ფლორისტმა კი განცვიფრებულმა წამოიძახა
ღმერთო, განა ასეთი რა დააშავეთ?

ყვავილების მაღაზიაში ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს
– გამარჯობა მისიე!
– სალამი! Ნება მომეცით გკითხოთ, ვისთვისაა ეს ულამაზესი ვარდები?
– მადამ ჟანეტისთვის მისიე…
– ოჰ, ვფიქრობ მადამ ჟანეტს ძალიან მოეწონება ეს მომხიბვლელი თაიგული!
– არ მგონია.. იცით, საქმე იმაშია რომ დღეს მადამ ჟანეტის გასვენებაა..

მამაკაცი შედის ყვავილების მაღაზიაში:
რაიმე ყვავილები მინდა, ოღონდ ძალიან სწრაფად!
რა ყვავილებით?
რა მნიშვნელობა აქვს, მალე მინდა, ვაგვიანებ!!
რასამბობთ, როგორ არ აქვს მნიშვნელობა! თუ თქვენი ქალბატონი გოგოა, მაშინ თეთრი ვარდები უნდა იყოს, თუ ქალია – იები!
ვარდები რა თქმა უნდა!!. ანდაც.. რამდენიმე იაც გაურიეთ, თუ შეიძლება!
ხუმრობები კაცებზე

ახალგაზრდა გოგომ ახალგაღვიძებულზე მეუღლეს კითხა:
საყვარელო, დამესიზმრა რომ ვალენტინობას ბრილიანტების ყელსაბამი მაჩუქე, ნეტავ რას ნიშნავს?
გაიგებ დღეს საღამოს – უპასუხა ქმარმა მხირე პაუზის შემდეგ.
საღამოს კაცი პატარა ამანათით დაბრუნდა სახლში,
გახარებულმა ცოლმა ნაჩქარევად და ბედნიერად გახსნა ყუთი, სადაც “სიზმრების განმარტებების” წიგნი აღმოაჩინა.

არ მყავს ცოლი!
მაშინ შეყვარებულს უყიდეთ!
არც შეყვარებული მყავს!
მაშინ იმის აღსანიშნად იყიდეთ, რომ უდარდელი ცხოვრება გაქვთ!
უი, არც ვიცი…
მაშინ კიდევ ერთ წელს მოგცემ მოსაფიქრებლად.

