ყვავილები მწუხარების გამოსახატად

მწუხარების გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს. ყვავილებით ყველაზე ზუსტად შეგიძლიათ გადმოსცეთ თქვენი გრძნობები, ზედმეტი სიტყვების გარეშე.

Lovely Roses მიზანიც სწორედ ესაა, დაგეხმაროთ უთანაგრძნოთ საყვარელ ადამიანებს და მიიტანოთ თქვენი თბილი გრძნობები მწუხერბის დროს.

დაკრძალვისა და პანაშვიდების გვირგვინები ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული ფორმებით, ასევე ჩვენი საუკეთესო ფლორისტების მიერ შექმნილი ახალი დიზაინებით.

დაკრძალვაზე გვირგვინის ან სამგლოვიარო კალათების მირთმევა ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და დასაფასებელია გარდაცვლილის მეგობრებისა და ახლობლების მიმართ პატივისცემისა და მწუხარების გამოსახატად. როდესაც სიტყვებს კარგავთ, ყვავილები საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი გრძნობები მოქმედებით. ეს ჟესტი გარდაცვლილის სიყვარულით გაცილების ცერემონიის შეუცვლელი ტრადიციაა.

მაშინაც კი, თუ საქართველოში არ ხართ ან პირადად ვერ ახერხებთ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას, Lovely Roses საკურიერო სისტემა მოგემსახურებათ და დაკრძალვის გვირგვინს ნებისმიერ მითითებულ მისამართზე მიიტანს. თქვენი შეკვეთა შეიქმნება ახალი ყვავილებით, რადგან ჩვენ ვაფასებთ ხარისხს და ვითვალისწინებთ, რომ ყვავილები მემორიალთან დიდხანს უნდა იდგეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყვავილები დარჩეს სუფთა და ლამაზი ნებისმიერი ამინდის პირობებში.

ჩვენს მაღაზიებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე სახის კომპოზიცია და მოვერგოთ ნებისმიერ კონკრეტულ საჭიროებას, რომელიც შეიძლება გქონდეთ.

გლოვის პროცესის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში

ქართველებს ბევრი ჩვეულება გვაქვს. ეს ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე ცოცხლობს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციაა მიცვალებულთა გლოვა და დაკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი განსხვავებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ყველა ამ რიტუალს აქვს ერთი საერთო – დაკრძალვაზე ყვავილების მიტანის აქტი. ეს არის ქმედება, რომელიც გამოხატავს მწუხარებას და პატივისცემას.

ვინაიდან საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და მისი მოსახლეობა რწმენას აღიქვამს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად, დაკრძალვის პროცესი მართლმადიდებლური რიტუალის მიხედვით მიმდინარეობს.

დიდი ყურადღება ეთმობა მიცვალებულის სულიერ განწმენდას, რის გამოც ოჯახის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ეკლესიის წესები. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის წესის აგების პროცესი, რომელსაც ასრულებს მღვდელი. ეს ხდება დასვენების დღეს, ოჯახში ან ეკლესიაში.

მწუხარების გასაზიარებლად დაკრძალვის გვირგვინების და კალათების მიტანის ტრადიცია საქართველოში მხოლოდ გავრცელებული ჟესტი არ არის. ამ პრაქტიკას დიდი ისტორია აქვს, რომელიც ძველი ეგვიპტიდან იწყება.

რა თქმა უნდა, კულტურის, რელიგიისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით, ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა დაკრძალვის რიტუალი. ის, რაც საქართველოში მიჩნეულია მისაღებ და პატივსაცემ ფორმად, შესაძლოა შეურაცხმყოფელად ჩაითვალოს მსოფლიოს სხვა კუთხეში. ამის ერთ-ერთი მაგალითია მუსლიმებისა და ებრაელების რიტუალები, სადაც ნებისმიერი მცენარის დაკრძალვაზე მიყვანა რელიგიის შეურაცხყოფად ითვლება და აკრძალულია.

თავდაპირველად ყვავილებს არა სიმბოლური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდათ დაკრძალვის რიტუალში. ყვავილებს იყენებდნენ სხეულის ლპობის სუნის გადასაფარად. სწორედ ამიტომ, არჩევდნენ უფრო ძლიერი სუნის მქონე მცენარეებს. დროთა განმავლობაში, ყვავილებმა შეიცვალა როლი გლოვის პროცესში და იქცა ემოციების გამოხატვის საშუალებად.

კულტურისა და რელიგიის მიხედვით, ყვავილებს განსხვავებული იდეოლოგიური მნიშვნელობა აქვთ. ვინაიდან მათ აქვთ სიმბოლური მნიშვნელობა, არსებობს წესები იმის შესახებ, თუ რომელი თაიგულებია მისაღები დაკრძალვისთვის და რომელი არა.

ძველ ეგვიპტეში ლოტოსის ყვავილები ასოცირდებოდა ხელახლა დაბადებასთან და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან. სწორედ ამიტომ, ძველ ეგვიპტელებს ლოტოსის ყვავილები მიცვალებულის საფლავზე სულის მოგზაურობის შემდეგი ეტაპისთვის კომფორტის უზრუნველსაყოფად მიჰქონდათ.

დაკრძალვის თაიგულის შექმნის რამდენიმე წესი არსებობს, რომლებიც ჩვენმა ფლორისტებმა იციან და მათ ზედმიწევნით იცავენ, რათა შექმნან სრულყოფილი თაიგული და მოგცეთ საშუალება გამოხატოთ მწუხარება. არსებობს კონკრეტული ფერები და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, რომლებიც გამოიყენება ასეთი შეკვეთებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე ყვავილს, რომელსაც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და ხშირად გამოიყენება:

– შროშანი და მაგნოლია – მიცვალებულის კეთილშობილების სიმბოლო;

– გვირილა – არდავიწყების გამოხატვის საშუალება;

– მინდვრის ყვავილები – მადლიერების სიმბოლო;

– ქრიზანთემა (ყვითელი) – მწუხარების გამოხატვის საშუალება.

შეიძლება გაინტერესებთ, რატომ არის ყვავილების ფერები ასე მნიშვნელოვანი. ისტორიის მიხედვით, ძველ საბერძნეთსა და რომში დაკრძალვის გვირგვინს არა მხოლოდ ემოციური, არამედ ესთეტიკური ღირებულებაც ჰქონდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დეკორაციად იყენებდნენ დაკრძალვის ცერემონიებში. ამიტომ, ყვავილების თემატურად შერჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც თქვენი ყურადღება სჭირდება დაკრძალვაზე თაიგულის მიტანამდე.

აქ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული ფერების სია და მათი მნიშვნელობა:

– თეთრი – წარმოადგენს სიწმინდეს, სილამაზეს, პატიოსნებას.

– ლურჯი – გამოხატავს ღრმა მწუხარებას;

– წითელი, მუქი შინდისფერი – სიყვარულის სიმბოლო;

– ყვითელი – გამოხატავს იმედს;

თუ ისტორიას მივყვებით და გავიხსენებთ, როდის დაემატა ყვავილებს სიმბოლიზმი, ვიქტორიანულ ეპოქას უნდა დავუბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში დიდი ინტერესი იყო ყვავილების იდეის მიმართ, რომელსაც „ფლორიოგრაფია“ უწოდეს. სწორედ ამ პერიოდში მიიღო ყვავილებმა ახალი მნიშვნელობა და ადამიანებმა დაიწყეს მათი აქტიური გამოყენება რთული ემოციებისა და განწყობების გამოსახატავად. გლოვის დღეები ამის შესანიშნავი მაგალითია, რადგან ადამიანებმა შეარჩიეს კონკრეტული ყვავილები, მოარგეს ისინი ახალ მნიშვნელობებს მათი ვიზუალისა და სურნელის მიხედვით და დაამატეს სიმბოლიზმი, რომელიც გახდა გლოვის პროცესის განუყოფელი ნაწილი.

მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, წითელი ყაყაჩო ხსოვნის სიმბოლოდ იქცა. წითელ ყაყაჩოს ხშირად იყენებდნენ დაღუპული ჯარისკაცებისა და მათი მსხვერპლის საპატივსაცემოდ. მას შემდეგ ამ ყვავილს გლოვის სიმბოლოდ აღვიქვამთ.

დღეს ყვავილების შეთავაზება მსოფლიოს მრავალ კულტურაში მიღებული ტრადიციაა. ყვავილების გაწყობა დაკრძალვის ცერემონიებისა და მემორიალის ცენტრალური ნაწილია. თუმცა, არსებობს პრაქტიკა და ეტიკეტი, რომლითაც მიზანშეწონილია სამძიმრის ყვავილების გაგზავნა ჭირისუფლის სახლში. ყვავილები, მათი ფერი და სიმბოლო უნდა შეირჩეს ოჯახის რელიგიისა და კულტურული წარმომავლობის მიხედვით.

დაკრძალვის თაიგულებს ერთზე მეტი დანიშნულება აქვთ. გარდა დაკრძალვისა, მათ იყენებენ ბევრ სხვა ადგილას: წლისთავებზე, ხსოვნის დღეებში, მიცვალებულთა დაბადების დღეებზე და ა.შ. ასევე შეხვდებით ბევრ სამგლოვიარო თაიგულს მემორიალებთან, ძეგლებთან, თაღებთან და ა.შ.

ქვემოთ მოცემულია სია და აღწერა, თუ როგორ მზადდება დაკრძალვის თაიგულები Lovely Roses-ში.

დაკრძალვის ვერტიკალური თაიგული

ვერტიკალური სამგლოვიარო თაიგულის ასაწყობად, ფლორისტი ყვავილებს ფენებად განალაგებს. ყოველ მომდევნო ფენაში ყვავილების თავები წინა ფენასთან შედარებით ქვემოთ თავსდება და შედეგად ვერტიკალური მიმართულების მქონე თაიგული მიიღება. ასეთი ფორმის უპირატესობა იმაშია, რომ თაიგულში ყველა გამოყენებული ყვავილი კარგად ჩანს. ასეთი თაიგულებში სულ რამდენიმე სახეობის ყვავილი გამოიყენება და მათ შორის ერთ-ერთი უმეტეს შემთხვევებში ვარდია.

ვერტიკალური თაიგული კარგი საშუალებაა შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ლამაზი და დასამახსოვრებელი არანჟირების შესაქმნელად. მართალია მასში სულ რამდენიმე ყვავილი გამოიყენება, თუმცა სწორედ ეს ზემოთ აღწერილი განლაგება აძლევს თაიგულს მოცულობას და პრეზენტაბელურობას.

ასეთი თაიგულებისთვის ვიყენებთ მკაცრ ფერებს, როგორიცაა თეთრი, წითელი და მწვანე. მცენარის ჯიში ისეა შერჩეული, რომ რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს წყლის გარეშე. შეფუთვა, როგორც წესი, კეთდება მუქ ფერებში: შავი ან ყავისფერი. ფოტოზე ნაჩვენებია ასეთი თაიგულის მაგალითი.

საპანაშვიდე კალათა

მწუხარების პირადად ან შორიდან გამოხატვის ყველაზე ტრადიციული და პოპულარული ვარიანტია სამგლოვიარო კალათა. მაღაზიაში ყოველთვის გვაქვს სხვადასხვა ფერისა და ზომის მოწნული კალათები, რომლებშიც ვათავსებთ წლით გაჟღენთილ ე.წ. “ბიოფლორას”, იგივე “ოაზისს”, რომელიც სპეციალური ღრუბელია. ყვავილების მოჭრილი ღეროები ამ ღრუბელში ერჭობა და კომპოზიცია ისე ივსება, რომ ეს ღრუბელი შესამჩნევი არ იყოს. ბიოფლორა ერთგვარად წყლიანი ლარნაკის შემცვლელია და ყვავილების გამძლეობას უზრუნველყოფს.

სამგლოვიარო კალათის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ტრანსპორტირების ან უბრალოდ მისთვის ადგილის გადანაცვლების სიმარტივეცაა. ის ადვილად თავსდება მანქანაში და ყვავილები მიტანისას არ ზიანდება.

სურვილისამებრ, კალათაზე მიმაგრებულია შავი ლენტი. ჩვენ შეგვიძლია დავბეჭდოთ თქვენი გზავნილი სპეციალურ ქაღალდზე, ჩავსვათ Lovely Roses-ის ბრენდირებულ კონვერტში და დავამაგროთ კალათის სახელურს, ან ყვავილის ღეროს. ბარათის არსებობის შესახებ კურიერი შეკვეთის შესრულებისას ამახვილებს ყურადღებას.

ყვავილები მრგვალ ყუთში

ყვავილები მრგვალ ყუთში ხშირად მისალოცი ყვავილების დანიშნულებთ გამოიყენება, თუმცა სწორი კომბინაციის შერჩევის გზით, ის შეიძლება ძალიან გამორჩეულ სამგლოვიარო კომპოზიციად იქცეს.

მაღაზიაში ყოველთვის გვაქვს სხვადასხვა ზომისა და ფერის მრგვალი ყუთები, რომლებშიც, კალათის მსგავსად, წყლით გაჟღენთილი ბიოფლორა თავსდება. შედეგად, ყვავილები უფრო დიდხანს ძლებს, განსხვავებით თაიგულებისაგან რომლებიც ხშირად უწყლოდ დევს პანაშვიდზე.

მრგვალ ყუთში მომზადებული კომპოზიცია არის ლამაზი და ორიგინალური ჟესტი მწუხარების გამოსახატად. კლასიკური ვარიანტის მოსამზადებლად, შეგვიძლია შავ ყუთში მოვათავსოთ თეთრი ვარდები.

ისევე, როგორც სამგლოვიარო კალათი, მრგვალ ყუთში მომზადებული საპანაშვიდე თაიგულიც მარტივი გადასაადგილებელია, რაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. რა თქმა უნდა, გააჩნია ზომასა და შემადგენლობას, თუმცა როგორც წესი, მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

დაკრძალვის დიდი გვირგვინი

სამგლოვიარო გვირგვინი ეწყობა ფოლადის ფეხებზე დამაგრებულ დაფაზე. ის ჩვეულებრივ მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. ყვავილები ამ შემთხვევაშიც წყლით სავსე სპეციალურ ბიოფლორაში თავსდება, რათა რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს.

გამოყენებული ყვავილების ფერები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ უფრო ხშირად თეთრი, წითელი და ზოგჯერ ყვითელი. გვირგვინზე ჩვეულებრივ მიმაგრებულია შავი გრძელი ლენტი, რომელზეც ვერცხლისფრად აწერია მწუხარების სიტყვები და გამომგზავნთა სახელები. როგორც წესი, დაკრძალვაზე ბევრი ხალხია და ხანდახან ძნელია დამწუხრებული ოჯახის პირადად ნახვა. ამიტომ, ამ დაკრძალვის გვირგვინის ჩუქებით, თქვენ დისტანციურად აგზავნით სამძიმარს. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებია ასეთი ტიპის გვირგვინი.

ასეთი კომპოზიციები ასევე ხშირად არის შეკვეთილი სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო სამსახურების მიერ მნიშვნელოვანი მემორიალური თარიღებისთვის, რომლებიც ხშირად თავსდება ძეგლების წინ.

მიწოდება თბილისში

ჩვენს კურიერებს დიდი გამოცდილება აქვთ ეკლესიებში, რიტუალურ დარბაზებში და ასევე სახლებში ყვავილების მიწოდებაში. შესაბამისად, ჩვენთან მოქმედებს ყვავილების მიტანის სწრაფი სერვისი. კურიერები უკიდურესად ფრთხილები არიან ასეთ შეკვეთებთან მიმართებით. მიწოდება ხორციელდება პროფესიონალურად და დროულად.

გაითვალისწინეთ, რომ დაკრძალვის შემდეგ ყვავილების გაგზავნა არ არის მიღებული პრაქტიკა საქართველოში, რადგან ყვავილები არ უნდა დარჩეს სახლში, არამედ მიიტანონ სასაფლაოზე. ამიტომ, თუ შეკვეთა დაგვიანებულია, მიმღებს მოუწევს ამ ყვავილების სასაფლაოზე მოგვიანებით მიტანა.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.