ყვავილები სკოლისთვის

როგორ შევარჩიოთ თაიგული სკოლისთვის

გაჩნდა ასეთი ტრადიცია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები მასწავლებელს სკოლის დაწყების დღეს ყვავილებს ჩუქნიან. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე რეკომენდაციის გაზიარება გადავწყვიტეთ.

ზოგი ყვავილებს სკოლისკენ მიმავალ გზაზე ყიდულობს, სიჩქარეში, ზოგი კი პოზიტიური შთაბეჭდილების შესაქმნელად წინასწარ ემზადება. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ ღირს.

როგორი ყვავილები არ უნდა ვაჩუქოთ მასწავლებელს

არ შეიძინოთ ძლიერი სურნელის მქონე ყვავილები. მაგალითად ლილიებს სპეციფიკური სურნელი აქვთ და შესაძლოა ალერგიული ჩვენებები გამოიწვიონ;

ძალიან ფართო და გრძელი თაიგულის ფონზე, ჩვენი ბავშვი უბრალოდ ჩაიკარგება სურათში;

წითელ ვარდებს როგორც წესი სიყვარულისა და ვნების ნიშნად ყიდულობვენ, უმჯობესია მათ თავი ავარიდოთ, გარდა იმ შემთხვევისა თუ ზუსტად იცით. რომ მასწავლებელს წითელი ვარდები უყვარს;დაძველებული ყვავილები, მაგალითად ბაზარში ნაყიდი, მალევე დაჭკნება სიცხეში;არ აჩუქოთ მალფუჭებადი ყვავილები, მინდვრის ყვავილების უმეტესობა დღის ბოლოს უკვე ჩამოყრის ფოთლებს.

ჩვენი რჩევები

ხშირად სასკოლო თაიგული შეიცავს გეორგინებს, ასტრებს და გლადიოლუსებს. ვარიანტები საკმაოდ პოპულარულია და მათ მასწავლებლები უკვე შეეჩვივნენ. ამ ყვავილებს თავისი მინუსები აქვს: გლადიოლუსები საკმაოდ მოცულობითია პირველკლასელისათვის ხელში დასაკავებლად, გეორგინები კი მზეზე მალე ჭკნება.

გირჩევთ ნათელ, მსუბუქ კომპოზიციებს გერბერებითა და მზესუმზირებით, ორიგინალური სიმწვანით გაფორმებულს. შემოდგომა – ქრიზანთემების პერიოდია, ყვავილების ელფერების მრავალფეროვნება კი ფლორისტის ფანტაზიას გასაქანს მისცემს ისე, რომ თქვენს საფულეს არ შეეტყოს.

წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბორდოსფერი, როგორც წესი ყველაზე პოპულარული და სასურველი ფერებია შემოდგომის პერიოდში. გირჩევთ არ გამოიყენოთ 2-3 ძირითად ფერზე მეტი, თაიგულსა თუ კომპოზიციაში.

ნათელი ელფერები ახალგაზრდა მასწავლებლისთვის – თეთრი, კრემისფერი, ვარდისფერი. უფრო ასაკიან, გამოცდილ მასწავლებლებს კი პირიქით, შედარებით მუქი ელფერები მოუხდებათ, მაგალითად მწვანე, ბორდოსფერი, იასამნისფერი, მალინისფერი.

სკოლისთვის გამზადებული თაიგულის ყიდვას ან ინდივიდუალურად შექმნას შეძლებთ ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში თბილისში. გამოცდილი ფლორისტები ნახევარ სიტყვაშიც მიხვდებიან თქვენს ჩანაფიქრს და შეკრავენ ყვავილებს ლამაზად და კრეატიულად.

ასევე, ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე კომპოზიცია ჩანთაში, რომლებიც სატარებლად მოსახერხებელია პირველკლასელისთვისაც კი. ყველა კომპოზიცია მომზადებულია ბიოფლორაში (ღრუბელი რომელიც სინესტეს ინარჩუნებს). ეს გამძლეობას უნარჩუნებს ყვავილებს მთელი დღის განმავლობაში და მასწავლებელი შეძლებს ყვავილები დღის ბოლოს სახლში წაიღოს.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.